,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის…” – ნოდარ ლორთქიფანიძის გამოფენა გაიმართება

30 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარ ნოდარ ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენა  – ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის…” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის (1970-1997) 60 გრაფიკული ნამუშევარი და 20 ქანდაკება, რომელთა მხატვრულ სტილს აერთიანებს სივრცისა და დროის აღქმის გამორჩეული განცდა.
ნოდარ ლორთქიფანიძის მიერ შექმნილ გრაფიკასა და სკულპტურას შორის უხილავი კავშირი სხვადასხვა დროით განზომილებაზე მიუთითებს. მანძილისა და პირობითი საზღვრების შეგრძნება ყოველ მათგანში ზოგადი, ემპირიული აზროვნების მაჩვენებელია.
მხატვრის თვითმყოფადი, ნაყოფიერი მხატვრული მემკვიდრეობა დღეს გაოცებას იწვევს თავისი დახვეწილი, მრავალაზროვანი ფორმითა და შინაარსით. მისი შემოქმედება გაჯერებულია ექსპრესიით, სამყაროს ფასეულობათა ფილოსოფიური ხედვითა და თემატური მრავალფეროვნებით.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი კატალოგი.
გამოფენა 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები