გია ჭუბაბრიას „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა

 კინოს სახლში, ცნობილი ქართველი რეჟისორის და სცენარისტის, გია ჭუბაბრიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე კინორეჟისორს, ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
1977 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: “თეთრი თორღვაი“, “თეთრი ზღაპარი“, “ცეცხლში ნაწრთობნი”, “ჩუქურთმის საგალობელი”, “ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში”, “რწმენის აღორძინება”, “გაფითრებული თებერვლის ლანდი და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმებისა: “თეთრი ზღაპარი”, “ჩუქურთმის საგალობელი”, “რწმენის აღორძინება“, “გაფითრებული თებერვლის ლანდი“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები