ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორი: კონსტიტუციის განახლება არაჩვეულებრივი იდეაა

„შედეგი უნდა იყოს კონსტიტუციური ნაყოფი, რომელიც ქართულ ნიადაგში იზრდება და შესაბამისობაშია საქართველოს ტრადიციებთან, მაგრამ ასევე, ასრულებს საერთაშორისო, განსაკუთრებით, ევროპულ სტანდარტებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით. როგორც ჩანს, ის სწორედ ამ მიმართულებით მიდის“, – ამის შესახებ ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორმა, ჯეფრი ჯოუელმა ბერლინში განაცხადა, სადაც კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ კონფერენცია იმართება.
ექსპერტის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმას ყველა მხარე სერიოზულად ეკიდება.
„ვფიქრობ, რომ კონსტიტუციის პროექტის განახლება კარგად მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ საქართველოს კონსტიტუციის განახლებაში მონაწილეობა ისტორიის ამ ეტაპზე არაჩვეულებრივი იდეაა და როგორც ჩანს, ამას ყველა მხარე სერიოზულად ეკიდება“,- განაცხადა ჯეფრი ჯოუელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები