ადვოკატი: კადრებში ჩანს, რომ ფარცხალაძის მხრიდან არანაირ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ აქვს

“კადრებში, რომელიც გავრცელდა, ჩანს ის რეალობა, რომ ფარცხალაძის მხრიდან არანაირ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ აქვს”, – ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, კადრებში ნათლად გამოჩნდა თავდასხმის ინიციატორიც.
“კადრებში, რომელიც გავრცელდა, ჩანს ის რეალობა, რომ ფარცხალაძის მხრიდან არანაირ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ აქვს, კარგად ჩანს თავდასხმის ინიციატორი ვინც არის, აშკარად ჩანს პირადი დაცვის მხრიდან განხორციელებული აქტიური მოქმედება. კადრებში ნათელია, რომ ოთარ ფარცხალაძე ე.წ ინციდენტის მერე 15 წამში ტოვებს „ელ ცენტროს“ არა სირბილით, არამედ ჩვეულებრივი ნაბიჯებით. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის სრულყოფილი და არ არის რეალური იმისა, რაც მოხდა „ელ ცენტროში“.
შესაბამისად, ის ინფორმაცია, რაც მივაწოდეთ ჩვენ მიერ გამოკითხული მოწმეების მხრიდან, დადასტურდა კადრებითაც. დადასტურებული ფაქტია, რომ ფარცხალაძის მიერ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ აქვს ამ ე.წ. ინციდენტში”,- აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ შს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თორდია-ფარცხალაძის საქმეზე შუალედური ანგარიში და დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა, რომელიც კაფე “ელ ცენტროში” მომხდარ ინციდენტს ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები