ფრანგი ავტორების ნაწარმოებების ახალი თარგმანების წარდგინება გაიმართება

18 მაისს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, „ლიტერატურულ შეხვედრების“ ეგიდით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
როგორ „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა-დებატები გრძელდება ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. ეს იქნება 2017 წელს გამოცემული ფრანგი ავტორების ნაწარმოებების ახალი ქართული თარგმანების წარდგინება, რომლებიც  მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამით გამოიცა.

რომენ გარის „ცის ფესვები” მსოფლიოს პირველი ეკოლოგიური რომანია, რომელმაც მწერალს გონკურის პრემია მოუტანა 1956 წელს. რომანის ძირითადი იდეაა ბუნების დაცვა და სპილოებზე ნადირობის აკრძალვა აფრიკაში მეოცე საუკუნის შუა პერიოდში.
ფრანგულიდან თარგმნა მანანა მაჭავარიანმა.

“ოქმი” ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს პირველი წიგნია. რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ადამ პოლოს, ისტორიას, რომელიც განმარტოებით ცხოვრობს, გორაკზე, მიტოვებულ სახლში.
ფრანგულიდან თარგმნა ვლადიმერ რაქვიაშვილმა.

რომენ გარის ბოლო რომანი “ფრანები” მოგვითხრობს ახალგაზრდა პოლონელი არისტოკრატის, ლილას და არაჩვეულებრივი მეხსიერებით დაჯილდოებული, ნორმანდიელი ბიჭის, ლუდოს
გიჟური სიყვარულის ამბავს, რომელიც მეორე მსოფიო ომის წინ და ომის პერიოდში ვითარდება.
ფრანგულიდან თარგმნა ემა ობგაიძემ.

“ფილოსოფიის საწყისები” თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლად მიჩნეული რენე დეკარტის თხზულებაა, რომელშიც ავტორი აყალიბებს შემეცნების კლასიფიკაციას და ცოდნას ხეს ადარებს.
ფრანგულიდან თარგმნა დარეჯან ლაბუჩიძე-ხოფერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები