“რუსეთსა და ჩინეთს ნატო-სი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე და ეჭვი მეპარება, ნატო ჩვენ გვერდით იქნება, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს”,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ ყოველთვის ნატო-ს გვერდით ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ სულელურად იხდიდა ნატო-ს ხარჯებს და მიაღწია, რომ ახლა წევრები მშპ-ს 5 პროცენტს იხდიან.
„ყველა ამბობდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ შესაძლებელი იყო, რადგან, პირველ ყოვლისა, ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან. ჩემი ჩარევის გარეშე, რუსეთს ახლა მთელი უკრაინა ექნებოდა. ასევე გახსოვდეთ, რომ მე მარტომ დავასრულე რვა ომი და ნატო-ს წევრმა ნორვეგიამ სულელურად გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მე მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.