„საშობაოდ ძალიან მოსწონთ სასანთლეები და ანგელოზები“ – ლიკა კვარაცხელიას თაბაშირის ხელნაკეთი ფიგურები, რომლებიც სითბოს და სილამაზეს ტოვებენ სახლის თითოეულ კუთხეში

წარმოშობით სოხუმიდან არის.  ცხოვრობს რუსთავში ოჯახთან ერთად.  
ერთი წლის წინ დაიწყ თაბაშირის ნაკეთობებზე მუშაობა და მერე აქტიურად  ამზადებ.
ამბობს, რომ
 ხელოვნება და ხელნაკეთი ნივთები ყოველთვის მოწონდა და იზიდავდა.
ამიტომაც არის, რომ მის გვერდზე ნახავთ ასეთ წარწერას: „თაბაშირის ხელნაკეთი ფიგურები, სიყვარულით შექმნილი უნიკალური დეკორაციები შენი სახლისთვის, რომლებიც სითბოსა და სილამაზეს ტოვებენ თითოეულ კუთხეში“,  – ლიკა კვარაცხელიას პერსონა.
–   როგორ დაინტერესდით  თაბაშირის ნაკეთობებით?
– თაბაშირის ნაკეთობები პირველად ვნახე უცხოურ პლატფორმაზე, შემდეგ უკვე საქართველოშიც დაიწყეს მისი კეთება. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ დამზადება, მე – თაბაშირის, მას სანთლების, მას მერე ვაკეთებთ.
– რატომ თაბაშირი? რით არის საინტერესო?
– მინდოდა რაღაც ჩემით შემექმნა,რომელიც იქნებოდა ესთეტიკურიც და ფუნქციურიც, ასევე გაყიდვადი, თაბაშირი კი არის მრავალფეროვანი და საინტერესო.– საახალწლო სამზადისი ადრიანად  დაიწყეთ. ამას თქვენი  გვერდიც ადასტურებს –  Lika’s Hand Made. ყველაზე მეტად რომელი ნაკეთობებით დაინტერესდნენ?
– ყველაზე მეტად ნაძვის ხეებზე, გნომებზე, სასანთელეებზე და ანგელოზებზე იყო მოთხოვნა.
– რით არის გამორჩეული საბავშვო საახალწლო ნაკრები?
– საბავშვო ნაკრები საინტერესოა იმიტომ, რომ ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, თავად მოხატონ და ისწავლონ სხვადასხვა ფორმისა და ფერის კომბინაცია და, ამასთანავე, გაერთონ.– საშობაოდ რომელ ნამუშევრებზეა მეტი მოთხოვნილება?
– საშობაოდ ძალიან მოსწონთ სასანთლეები და ანგელოზები.
– შთაგონება?
– გარკვეულწილად შთაგონებაც მჭირდება, რომ უფრო დავხვეწო და გავალამაზო ნაკეთობები.
– როგორ ახერხებთ, რომ თავი დააღწიოთ სხვის გავლენას?  დღეს ხომ მომრავლდა ინტერნეტში ხელნაკეთი აქსესუარები…
– მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და ვცდილობ, ჩემი იდეები მივიტანო მომხმარებლამდე. ბევრი აკეთებს მსგავს ნივთებს, თუმცა ყველას თავის მომხმარებელი ჰყავს და ყველას ვუსურვებ დაუფასდეს თავის ნაშრომი.– როგორ ხვდებით შობას?
– შობას ვხვდები სახლში ოჯახის წევრებთან ერთად.
– მეუღლე და ორი გოგონა ოჯახი, შვილები, საყვარელი საქმე… როგორ ახერხებთ ყველაფერს ერთად? როგორ გიდგათ ოჯახი მხარში?
– საკმაოდ რთულია, თუმცა ხშირად ხდება, რომ მთელი ოჯახი ვართ ჩართული, განსაკუთრებით მეუღლე, რომელიც მეხმარება როგორც მასალების მომარაგებაში, ასევე შიდა საქმეებში, რაც უფრო მეც სტიმულს მაძლევს, კიდევ უფრო მეტად შემოქმედებითად ვიმუშაო.– ჰობი…
– თავისუფალ დროს მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება.
სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ ძალიან მსურს ჩემი გვერდის განვითარება და განმტკიცება, რომ ჩემი ნამუშევრები უფრო ბევრმა ადამიანმა ნახოს და ჩემი იდეები ფართოდ გავაცნო.

                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები