„მთელი ღამე ამ ალილოს დატყვევებული ვყავდი“ – საშობაო ტრადიცია კისისხევში

კისისხეველი თავადების ოჯახში დაბადებული სოფიო ჩიჯავაძე თავის წიგნში „ნასმენ-ნახული“ – იხსენებს ალილოს ტრადიციას კისისხევში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს.

„…იმ საღამოთი, შობის წინა დღეს, ჩვენი სოფლის მღვდელი თავისი დიაკვნით აივანზე შეიმოსებოდა და გალობით შევიდოდა ხატების ოთახში, გადაიხდიდა პარაკლისს, აიაზმის წყლით სახლს აკურთხებდა და წავიდოდა.
მეალილოენი კი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტლივ მოდიოდნენ და ერთი წყება მეორისა სცვლიდა.
ეზოში შემოდიოდნენ ხმაურით, ფეხებს დაიბერრტყავდნენ თუ თოვლი იყო, მოადგებოდნენ სამზარეულოს კედელს და დაიწყებდნენ ალილოს, „აგაშენოთ, აგაშენოთო” და ხშირად ფანდურის დაკვრით და მხიარული ჟრიამულით სახლს ჰშორდებოდნენ. ამათაც ისევე უმასპინძლდებოდნენ, როგორც წინა დღეებში მოსიარულეთ, მხოლოდ ამათ ღვინოსაც აძლევდნენ.
ხშირად მეღვიძებოდა, ყურს ვუგდებდი, ზოგჯერ კი ისევ ჩამეძინებოდა. მთელი ღამე ამ ალილოს დატყვევებული ვყავდი.
მეორე დღეს იმაზე იყო ლაპარაკე თუ რომელი წყება იყო უკეთესი, ან ვინ იყო გამთენიისას მშვენიერი მოძალის მთქმელი და სხვა“.

თელავის წმ. ძმები კარბელაშვილების სახ. ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები