რუბიო დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს მომავალ კვირაში შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შეხვდება.
რუბიომ გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუკი ტრამპი ჩათვლის, რომ ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭიროა.
„ყველა პრეზიდენტს ყოველთვის აქვს არჩევანი, მე არ ვსაუბრობ გრენლანდიაზე, უბრალოდ გლობალურად ვსაუბრობ, თუ პრეზიდენტი გამოავლენს საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ყველა პრეზიდენტს აქვს არჩევანი, გაუმკლავდეს მას სამხედრო საშუალებებით“, – აღნიშნა რუბიომ.
თუმცა, მისი თქმით, ტრამპის განზრახვა ყოველთვის გრენლანდიის ყიდვა იყო და აღნიშნა, რომ მან ეს მიზანი პირველი ვადის დროს ნათლად ჩამოაყალიბა.