ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, პუტინზე ზეწოლის მიზნით, კადიროვს მადუროს მსგავსად მოეპყროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ, როგორც ეს ვენესუელის უკვე ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა.

ზელენსკის თქმით, ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაა საჭირო, მსგავსმა ქმედებამ კი შესაძლოა, პუტინი დააფიქროს.

“მე მჯერა, რომ ამერიკელები პროდუქტიულები არიან.  ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ზეწოლა არ არის. აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს. მათ აქვთ ინსტრუმენტები და ეს შეუძლიათ. აი, მადუროს მაგალითი. მათ ოპერაცია ჩაატარეს. შედეგი ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა. მათ ეს სწრაფად გააკეთეს. დაე, რაიმე სახის ოპერაცია კადიროვთან, ამ მკვლელთანაც ჩაატარონ. იქნებ შემდეგ ეს პუტინმა დაინახოს და კარგად დაფიქრდეს,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები