დავით შერაზადიშვილი ბოლნისში ალილოს მსვლელობას შეუერთდა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბოლნისში ალილოს ტრადიციულ მსვლელობას შეუერთდა.
ქრისტესშობის სავედრებელი პარაკლისი ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა.
ბოლნისის ეპარქიისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მოინახულეს სათნოების სახლის ბენეფიციარები. ხანდაზმულებს დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს. ალილო, როგორც ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, ბოლნისში ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ქველმოქმედებისა და ურთიერთგატანის პრინციპების განმტკიცებას.
„ალილო საუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც საზოგადოებაში ერთიანობას, სიკეთისა და თანადგომის სულისკვეთებას ამყარებს“,- აღნიშნა შერაზადიშვილმა.