კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა
კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა – ინფორმაცია მისი ძმის, ჟანრი ლოლაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
პანაშვიდი: 8 და 9 იანვარს, 17:00 სთ-დან.
დაკრძალვა: 10 იანვარს,14:00 საათზე.
მისამართი: ჭავჭავაძის 49 დ / 7- სართული
1987–1991წწ. კომპოზიტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. 2000 წლიდან მოსკოვში მოღვაწეობდა. ამჟამად კი, როგორც თავად ამბობდა, თანაბრად ცხოვრობდა სამ ქალაქში: პარიზი, მოსკოვი, თბილისი.
ენრი ლოლაშვილმა შექმნა მუსიკა ფილმებისთვის: „ჭიდაობას რა უნდა” (1986, რეჟისორი მ. ჭიაურელი); „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” (1987, რეჟისორი ნ. ჯორჯაძე); “Нежный возраст” (2000, რეჟისორი ს. სოლოვიოვი); „ლიკვიდაცია“ (2007, რეჟისორის. ურსულიაკი); სერიალი „კარამაზოვები” (2009, რეჟისორი ი. მოროზოვი) და სხვა.
ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ჩემი ინგლისელი პაპა“ 1987 წელს კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. განსაკუთრებულად აღინიშნა ფილმის მუსიკა და ქართველი კომპოზიტორი საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიეს. ნანა ჯორჯაძის ფილმში ენრიმ პირველად ითანამშრომლა ძმასთან – ჟანრი ლოლაშვილთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებდა.
2019 წლის 4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა ენრი ლოლაშილის შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით „ნოსტალგია“, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.