აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,ალილოს” მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში ,,ალილოს” ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, ოჯახთან ერთად, ,,ალილოს” მსვლელობის მონაწილეებს ქრისტეს შობა მიულოცა და საშობაო ნობათები გადასცა.
მსვლელობას აჭარის მთავრობის წევრებიც შეუერთდნენ და მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცეს.
შობის მახარობლების მსვლელობა, აჭარის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა.