პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, ალილოს საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა და ყურადღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოში და ქვეყნის გარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ შობის დღესასწაულს და ყველას მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს ვუსურვებ.

გუშინ, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას ამძიმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, სრულად შევიგრძნოთ და ჩვენს გულში ქრისტე დაიბადოს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები