აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: აშშ ვენესუელის ნავთობის გაყიდვებს განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლებს
აშშ აპირებს შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი კონტროლი ვენესუელის ნავთობინდუსტრიაზე, მათ შორის ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების ზედამხედველობის გზით „განუსაზღვრელი ვადით“,- ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა განაცხადა
„მომავალში ჩვენ თავად გავყიდით ბაზარზე იმ პროდუქციას, რომელიც ვენესუელაში იწარმოება. ჩვენ გვჭირდება ეს ბერკეტი და კონტროლი ნავთობის გაყიდვებზე, რათა ვუბიძგოთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ვენესუელაში უბრალოდ აუცილებლად უნდა მოხდეს“, – განაცხადა რაითმა Goldman Sachs-ის ენერგეტიკულ კონფერენციაზე.
მან დასძინა, რომ ეს ფული შეიძლება კვლავ ვენესუელაში ვენესუელელი ხალხის სასარგებლოდ დაბრუნდეს.