ილჰამ ალიევი: თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი აღარ მოქმედებს.

მისი თქმით, პროცესებს ძალა და სახელმწიფოების ურთიერთმხარდაჭერა განსაზღვრავს.

ალიევმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი ქვეყნის გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს და არც ღაზაში გაგზავნის სამშვიდობო ძალებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა შეერთებული შტატების ადმინისტრაციასაც აცნობა.

„თანამედროვე მსოფლიოში აღარ არსებობს ის, რასაც ჩვენ საერთაშორისო სამართალს ვეძახით. ყველამ ის უნდა დაივიწყოს. არსებობს ძალა, თანამშრომლობა, მოკავშირეობა, ურთიერთმხარდაჭერა. რა თქმა უნდა, საჭიროა იყო დარწმუნებული, რომ სწორ გზაზე ხარ. არცერთმა ქვეყანამ, არცერთმა ლიდერმა არ უნდა ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ უნდა ხელყოს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არ უნდა მოახდინოს სხვა ქვეყნის ოკუპაცია“, – განაცხადა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები