გიორგი სვანიძე: ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის შობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი სვანიძე საკრებულოს წევრებთან ერთად ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ მაცხოვრის შობას! ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, შობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, იგი სიყვარულის, იმედისა და მომავლისადმი რწმენის სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში,“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
“საშობაო ღვთისმსახურება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საშობაო წირვას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ალექსანდრე ზაბახიძე; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი; სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე; სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ნონა ყაველაშვილი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი – გიორგი გასვიანი.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ქრისტესშობის სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა”, – წერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.