ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი პოლიციელები განაწილდებიან – ხუციშვილი კანონმდებლებს ინიციატივას აცნობს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი პოლიციელების „ჩანერგვის“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. ინიციატივას კანონმდებლებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცნობს.
საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ საკითხს ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში პირველი მოსმენით იხილავენ.
ინიციატივის მიხედვით, საქართველოდან წარგზავნილი შსს-ს თანამშრომლები ევროკავშირის ქვეყნებში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ იმუშავებენ.
ევროპულ პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, ქართული მხარე შეძლებს კრიმინალური დაჯგუფებების გამოვლენას და შემდგომში დანაშაულის პრევენციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები იზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები