ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები პრესკონფერენციის გამართვას ხვალისთვის გეგმავენ

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები პრესკონფერენციის გამართვას ხვალისთვის გეგმავენ.
როგორც ფარცხალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის, გამოძიებას ნებისმიერ დროს მისცეს ჩვენება.
“ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. ხვალ გავმართავთ პრესკონფერენციას, ვისაუბრებთ დეტალებზე. ამ ქმედების ინიციატორი არ ყოფილა ოთარ ფარცხალაძე, უფრო პროვოცირებასთან გვაქვს საქმე. გუშინ გაკეთებული განცხადება დასტურია, რომ გამოძიებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც არის რეალობა”,- განაცხადა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები