ნარმანია ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე: არ მგონია, რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება.
“როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება და ვნახავთ, რასაკვირველია, შევძლებთ, გავაკეთოთ დეტალური კომენტარი. ველოდებით დასკვნას, ვინაიდან არ ვიცით, რა წერია დასკვნაში და რაზეა საუბარი. წინასწარ კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არა მგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები