“ტრიბუნასთან გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან”

“ტრიბუნასთან გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფილარმონიაში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვის შეწყვეტის შემდეგ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ფილარმონიაში შეკრებილთა მისამართით აღნიშნა, კომუნისტებისა და რუსეთუმეების ადგილი საქართველოში დამთავრდა.
“აქ გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ისაუბრა ერთ საკითხთან დაკავშირებით და ეს ადამიანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. ეს არის რეალობა. კომუნისტების და რუსეთუმეების ადგილი საქართველოში დამთავრდა“, – განაცხადა კობახიძემ და კონკრეტული პიროვნების დასახელებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო პროექტის რიგით მე-11 საყოველთაო განხილვა თბილისში ჩაიშალა. საყოველთაო განხილვის დაწყების შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს ფილარმონიაში შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა არ მისცა. სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები