კონსტიტუციის პროექტის თაობაზე დაგეგმილი დისკუსიის განხილვა ჩაიშალა
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის პროექტის თაობაზე დაგეგმილი დისკუსიის განხილვა ჩაიშალა.
ამისი მიზეზი მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფების მხრიდან გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები და დაპირისპირება გახდა.
ხმაურის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყება ვერ მოხერხდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განხილვის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.