ხმაურის გამო, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო პროექტზე საჯარო განხილვის დაწყებას ვერ ახერხებს. მას სიტყვით გამოსვლის საშუალებას ფილარმონიაში შეკრებილი “აუდიტორია 115-ის” წევრები არ აძლევენ.
დარბაზში შეკრებილები კობახიძის გამოსვლას სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ახალგაზრდა კომუნისტებს, პატივი სცენ იმ 2500 მოქალაქეს, რომლებიც დარბაზში არიან შეკრებილნი. ეს არის ფსევდოსოლიდარიზმი”, – მიმართა კობახიძემ ახალგაზრდებს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაპირველად, ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა და დარბაზს მოუწოდა, რომ მათი ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ, ამის შემდეგ კი, როცა კობახიძემ გამოსვლის გაგრძელება სცადა, მას სიტყვა კვლავ შეძახილებით გააწყვეტინეს. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სამართალდამცველებს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი სტუდენტების მხრიდან მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები