გიორგი კვირიკაშვილი იმედა კახიანს 80 წლის იუბილეს ულოცავს

​საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტს, იმედა კახიანს დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს.
„80 წლის იუბილეს ვულოცავ ჩვენს საყვარელ მსახიობს, იმედა კახიანს. ვუსურვებ მხნეობას და ბევრ სიხარულს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში.
საქართველოს სახალხო არტისტი იმედა კახიანი 1937 წელს, 12 მაისს, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში დაიბადა.
1956 წელს თბილისის მე-20 ვაჟთა სკოლა დაამთავრა.
1956-59 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში“ (განასახიერა გოგიტას როლი).
​1967 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, ხოლო 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები