ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში წერია, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და ეს საკითხი ორგანული კანონით წესრიგდება

„პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და ეს საკითხი წესრიგდება ორგანული კანონით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თელავში, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
​ირაკლი კობახიძის განმარტებით, მიწასთან დაკავშირებით, ტოტალური შეზღუდვა კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება, მათ შორის პრაქტიკული მიზეზების გამო.
”მიწასთან დაკავშირებით, ძალიან ადვილია სპეკულირება და ემოციებზე თამაში. მიწასთან დაკავშირებით, ტოტალური შეზღუდვა კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება, მათ შორის, პრაქტიკული მიზეზების გამო. მაგალითად, საქართველოში მოქმედებს კომერციული ბანკები. არაერთი ბანკია, სადაც აქვთ წილი უცხოელებს. თუ ტოტალურ შეზღუდვას ჩავდებთ მიწის განკარგვასთან დაკავშირებით, ვერც ერთი თქვენგანი მიწას ვერ ჩადებს გირაოდ, იპოთეკის სახით, ასეთ ბანკში. არ შეიძლება ტოტალური შეზღუდვის ჩაწერა კონსტიტუციაში, ეს არ არის სწორი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს საკითხი ყველაზე სწორი იურიდიული ფორმით. პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და ეს საკითხი წესრიგდება ორგანული კანონით. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ რაციონალურად მოხდეს ამ საკითხის ეგლამენტაცია. უკვე მომზადებულია ორგანული კანონის პროექტი, რომლითაც სათანადოდ წესრიგდება ეს საკითხი, გამოირიცხება არასწორი წესით ქართული მიწის გასხვისება”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები