„2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები პირდაპირ ამბობდნენ, რომ უშიშროების საბჭოზე კონსტიტუციაში ჩანაწერი არ უნდა ყოფილიყო“

“2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები პირდაპირ ამბობდნენ, რომ უშიშროების საბჭოზე კონსტიტუციაში ჩანაწერი არ უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
”მე არ მიხსენებია ვენეციის კომისია, ვენეციის კომისიის ექსპერტები ამბობდნენ ამას. ბოლოს არ შეიტანეს დასკვნაში ეს ჩანაწერი, თუნდაც იმიტომ, რომ არ უნდოდათ ჩრდილი მიეყენებინათ თუნდაც ამ უაზრო ინსტიტუტისთვის. ვენეციის კომისიის ექსპერტები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი უაზრობა არ შეიძლება ეწეროს კონსტიტუციაში, რომ უშიშროების საბჭო პრეზიდენტს აძლევს რჩევას ისეთ საკითხზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია. მაშინ არ გაიზიარა ხელისუფლებამ და ვიცით რატომაც, დღეს ამ უაზრობას ვასწორებთ”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავარსარდლის სტატუსთან დაკავშირებით, ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს და საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.
”მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები. დღესაც, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტმა რომ გასცეს ბრძანება სამხედრო ძალებზე, ეს ბრძანება არ შესრულდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები