ზესტაფონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

უფასო სამედიცინო გამოკვლევებში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნატალია სამთელაძე სოფლის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალს და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკის შესამცირებლად იმართება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, უფასო სამედიცინო გასინჯვებს, იმერეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქუთაისში ახორციელებს. პროგრამის მიზანია, კიბოს სკრინინგული კვლევებით მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა; ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა; მოსახლეობის დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით უზრუნველყოფა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40 – 70 წლის ასაკის ქალბატონებს; საშვილოსნოს კიბოს სკრინინგი 25 – 60 წლის ასაკის ქალბატონებს; პროსტატის კიბოს მართვა 50 – 70 წლის ასაკის მამაკაცებს; კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50 – 70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის გამოკვლევებს ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები