“გამოწვევაა, რომ არასრულწლოვნები ჩართულნი არიან დანაშაულებში; საქმე ეხება მომავალ თაობას, ამიტომ შემუშავდა პროექტი, რომელიც ეფუძნება გერმანულ მოდელს, რაც განხილვებისას დაიხვეწება” – პაპუაშვილი

“საზოგადოება ხედავს, რომ გამოწვევაა, როცა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნები ჩართული არიან სხვადასხვა სახის დანაშაულებში და ვინაიდან, 14 წლამდე არ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ეს კიდევ უფრო აქეზებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენას, ამიტომ შემუშავდა პროექტი, რომელიც განხილვების პროცესში დაიხვეწება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვეძებდით მოდელებს, რა შეიძლება ყოფილიყო ამაზე ადეკვატური პასუხი. წარმოდგენილი კანონპროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. ეს არ არის დაჩქარებული კანონპროექტი, ვისმენთ ყველა მოსაზრებას. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას, აქედან გამომდინარე ჩვენ ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და ამიტომ, სამი მოსმენის რეჟიმში იქნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე. არსებობს საუკეთესო გამოცდილება სხვა ქვეყნებში და ამაზე დაფუძნებით შემუშავდა პროექტი, რომელიც განხილვების პროცესში დაიხვეწება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი გეგმავს კანონის მიღებას, რომლითაც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნით სპეციალური ცენტრი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები