“ჩვენ ვიყურებით წინ, რათა არჩევნებზე უცხოეთიდან მავნე ზეგავლენა – ხელისუფლების თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, არ იყოს და ეს რისკები გამოირიცხოს” – შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ ვიყურებით წინ, რათა არჩევნებზე უცხოეთიდან მავნე ზეგავლენა – ხელისუფლების თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, არ იყოს და ეს რისკები გამოირიცხოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

“ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც წნეხის ქვეშ იყვნენ 2024 წელს. ამ არჩევნების წინ იყო მტრული გარემო შექმნილი იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელიც არ აჰყვა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ლიდერის პოზიციას, მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოდიოდა, ფაქტობრივად, მტრული გარემო შეიქმნას, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში ვხედავდით ამას. იქაურმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა მათ დასაცავად. ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ უცხო ქვეყნის იურისდიქციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, როცა ამ იურისდიქციის ქვეშ არიან ჩვენი მოქალაქეები, პოტენციური სამიზნეები არიან ამგვარი წნეხის, ამიტომ ჩვენი ემიგრანტების ამ წნეხისგან დასაცავად არის, მათ შორის ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც თავის მხრივ მათ აძლევთ შესაძლებლობას, საკუთარ სამშობლოში ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და მისცენ აქ ხმა. წინასწარ არის ცნობილი, 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები“, – ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები