ირაკლი მეზურნიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა.

კომიტეტზე ასამბლეის გასული წლის აქტივობების შესახებ მოხსენების პროექტი წარადგინეს და მომდევნო წლის საბიუჯეტო საკითხები განიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში, ირაკლი მეზურნიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, რაია ნაზარიანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები