ზუგდიდში ხანძარს 92 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში, სოფელ ორულუში გაჩენილ ხანძარს 92 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლს გაუჩნდა – მამაკაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები