“გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ხდება მათი ჩართვა დანაშაულებრივ საქმიანობაში” – თორნიკე ჭეიშვილი
“გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი ჩართვა, გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს.
“ბუნებრივია, ეს საჭიროებს რეაგირებას, უპირველესად იმ კუთხით, რასაც ჰქვია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების თვალსაზრისით მათ ინტერესების დაცვასა და სათანადო სერვისების მიწოდებაზე. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა კომპლექსურად ახდენს ამ საკითხის მოწესრიგებას, თუ კი მაინც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი სჩადის გარკვეულ იმგვარ ქმედებას, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი, მასზე იწყება ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან, რაც არის გამოხატული მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით, შესაბამისი სერვისების, პროგრამების შეთავაზებაში”, – ამბობს ჭეიშვილი.