დაწესდა ერლომ ახვლედიანის სახელობის ლიტერატურული პრემია ნოველის ჟანრში − „ერთხელ“…
მწერალთა სახლი აწესებს ერლომ ახვლედიანის სახელობის ლიტერატურულ პრემიას ნოველის ჟანრში − „ერთხელ…“
მწერალთა სახლის ინფორმაციით, კონკურსი ყოველწლიურია და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 ნომინაციაში:
„რჩეული ნოველა“
„რჩეული დებიუტი“
ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
„რჩეული ნოველა“ − 3 000 ლარი
„რჩეული დებიუტი“ − 2 000 ლარი
საკონკურსო განაცხადები მიიღება დღეიდან, 23 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2026 წლის თებერვლის ბოლო კვირაში.
უფრო დეტალურად კონკურსის წესებსა და პირობებზე, იხილეთ თანდართული ბმული: https://writershouse.ge/index.php?m=169&news_id=656