გიორგი კახიანი – ოპოზიციაზე: ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან, ცდილობენ, თავიანთი პატრონების დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვონ და ქვეყანა დააზიანონ

“ეს პარტიები გარედან იმართებიან. მათი მოქმედება არის მთლიანად გარედან წახალისებული და განპირობებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გიორგი კახიანი ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს.

“ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან, ცდილობენ, თავიანთი პატრონების დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვონ და ქვეყანა დააზიანონ. მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ამ პარტიებს ამოძრავებთ მათი ვიწროპარტიული შეხედულებები, ქვეყნის ინტერესი მათთვის მეათეხარისხოვანია. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები ქვეყნის გარეთ და ეს არის ის შეთანხმებული მოქმედება, რომელსაც საზოგადოება თვალს ადევნებს.

კარგია, რომ საზოგადოება ამ ყველაფრის ანალიზს აკეთებს და კარგად ერკვევა იმ პროცესებში, რომელიც დღეს საქართველოსთან მიმართებით მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ და იმიტომაც არის, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს“, – ამბობს კახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები