პაპუაშვილი – PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით

“ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით. იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარებაზე, რომელიც მწვანე ენერგიით მოამარაგებს ევროკავშირს, ასევე ინტერნეტის დამაკავშირებელი ოპტიკურბოჭკოვანი ახალი კაბელის გატანა და ა.შ.”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ხვალისთვის დაგეგმილ ასამბლეის სესიაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი – დღეს არსებული სიტუაციით, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ, ეს პერსპექტივები კიდევ უფრო გაძლიერდა, რომ რეგიონმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი ევროპის და აზიის დაკავშირების მხრივ“, – აღნიშნა  პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, 6 თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები