საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.

ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები