ლაგოდეხში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავი აღნიშნეს ლაგოდეხში ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა. ისინი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ. ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა .
მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი სოციალური, ფულადი დახმარების სახით, 600 ლარს მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, დაახლოებით 300 ათასი საქართველოდან იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები