ზესტაფონში ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მოეწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, ახალგაზრდებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები შეაგროვეს. აქციის ორგანიზატორებმა მათ მიერ შეგროვებული ტანსაცმელი საკათედრო ტაძარში მამა სერაფიონის კურთხევით მიიტანეს, საიდანაც მოხდება მათი განაწილება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები