”ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი“

ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარს უბედურ შემთხვევას.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საჭიროა მთლიანი საზოგადოების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ.

”ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.
სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები