ტყიბულში სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გაემგზავრა

ტყიბულში სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ამის შესახებ ”კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა.
ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები