საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროკურატურის სისტემის განვითარების ისტორია, საქმიანობის სპეციფიკა, საქართველოს პროკურატურაში მოქმედი სტაჟირების სისტემა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის” მომართვის საფუძველზე განხორციელებულ ღონისძიებაზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნინო აღლემაშვილი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი პროკურორი გოჩა ფერაძე და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი ემზარ გაგნიძე შეხვდნენ. მომხსენებლებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, საქართველოში მოქმედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე ესაუბრნენ. ასევე, მათ მიეწოდათ ინფორმაცია სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე დასვეს კითხვები და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნული მიმართულებით, პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები