არჩილ თალაკვაძე: კონსტიტუცია იცვლება, რათა ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური განვითარებისთვის დოკუმენტი შეიქმნას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპონენტებმა უნდა აღიარონ, რომ თუ ხელისუფლებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სურს, ეს დღეს მოქმედი კონსტიტუციით არის შესაძლებელი.
ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების განხილვისას, თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა წინა ხელისუფლების მმართველობის სისტემაზეც და აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც აღიარებს, რომ განსხვავებული აზრის არსებობა ქვეყნის განვითარებას სჭირდება. დეპუტატმა კონსტიტუციური ცვლილებების მიზეზებზეც ისაუბრა.​
“წინა ხელისუფლების პირობებში, ვის მისცემდნენ შესაძლებლობას, რომ კრიტიკული კითხვა დაესვა? ფასადურმა ლიდერებმა ერთ ჯიბეში მედია ჩაისვეს, მეორე ჯიბეში – სასამართლო. კონსტიტუცია იცვლება, რათა ქვეყნის დემოკრატიული, გრძელვადიანი და სტაბილური განვითარებისთვის დოკუმენტი შეიქმნას”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები