გიორგი კვირიკაშვილი ბელორუსიის​ ვიცე-პრემიერს შეხვდა

​საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელორუსიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ვასილი ჟარკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. გამოითქვა კმაყოფილება საქართველოსა და ბელორუსიას შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გამო. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ხაზი გაესვა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე – უსასყიდლოდ გადასცეს ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობას C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი „სოვალდი”. შეხვედრაზე ითქვა, რომ დღეს საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტთა მკურნალობა შემდეგი თაობის მედიკამენტით- „ჰარვონით” მიმდინარეობს. ამდენად, „სოვალდის” დარჩენილი მარაგი ბელორუსიის რესპუბლიკის მოსახლეობის მკურნალობას მოხმარდება. ბელორუსიის ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელორუსიის რესპუბლიკაში დავით კოტარია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები