საქალაქო სასამართლოსთან ე.წ. ციანიდის საქმის პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქცია ჩაიშალა

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, მონაწილეთა სიმცირის გამო ჩაიშალა. ბრალდებული დეკანოზის გულშემატკივრების თქმით, არ იციან, სამომავლოდ დაიგეგმება თუ არა საპროტესტო აქციები.
მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომა სრულად დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რომელსაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შუამდგომლობებს დააყენებენ და სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ. 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები