სექტემბრიდან საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება

“საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნა იგეგმება”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
​როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ევროპული სკოლა მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას ახალგაზრდობას უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან შესთავაზებს და ამით საფუძველს ჩაუყრის მომავალში ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას.
„მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ევროკავშირში მობილობის კუთხით – სულ უფრო მეტი სტუდენტი-ახალგაზრდა, პროფესორ-მასწავლებელი იყენებს ევროკავშირის საგანმანათლებლო, ახალგაზრდული თუ კულტურული პროგრამებით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს. ევროპული სკოლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა ქვეყნების ახალგაზრდებსაც შესთავაზებს ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
​იოჰანეს ჰანი საქართველოს 4 მაისს ესტუმრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები