162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა. ადმინისტრაციის ცნობით, გაკვეთილები 09.00 საათზე დაიწყო.
გუშინ, თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა. პედაგოგების და მშობლების განცხადებით, ისინი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, პირველი ექსპერიმენტული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები 162-ე სკოლაში ივლიან. პედაგოგები შიშობდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შეიძლებოდა, 162-ე სკოლაში კადრების ოპტიმიზაცია მომხდარიყო, თუმცა აღნიშნული განათლების სამინისტროში უარყვეს.
მოგვიანებით, პედაგოგებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და სკოლის დირექტორის გადადგომა მოითხოვეს, რადგან, მათი შეფასებით, სხვა სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმის მასწავლებლებსა და მშობლებთან შეთანხმების გარეშე გაფორმებით, მან უფლებამოსილებას გადააჭარბა.
​სკოლაში მიმდინარე პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა. „თუ პედაგოგიური კოლექტივი გადაწყვეტს, რომ არ უნდათ ასეთი მემორანდუმი, პირობას გაძლევთ, რომ ის გაუქმდება“, განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები