ყველაზე ჯანსაღი პროდუქტის მწარმოებლის ჯილდო “ლიტვურ საცხობს” გადაეცა – რა გახდა კომპანიის აღიარების მიზეზი

“Golden Brand”-ის რიგით მე-12 დაჯილდოების ცერემონიალზე 100-ზე მეტ წამყვან კომპანიას შორის 2016 წლის ყველაზე ჯანსაღი პროდუქტის მწარმოებლის ჯილდო “ლიტვურ საცხობს” გადაეცა.
„კვირასთან“ საუბრისას, “ლიტვური საცხობის” მარკეტინგის მენეჯერი სალომე ბიბილაშვილი ამბობს, რომ “ლიტვური საცხობის” თითოეული პროდუქტი გამოკვლეულია ლაბორატორიების მიერ და აღიარებულია, როგორც ყველაზე ჯანსაღი პურპროდუქტი.
მისი თქმით, „ლიტვური საცხობის“ პროდუქტი მაღალ ხარისხზე „Golden Brand”-ის ჯილდოც მოწმობს.
„ჩვენი კომპანიის თითოეული პროდუქტი გამოკვლეულია ლაბორატორიების მიერ და აღიარებულია, როგორც ყველაზე ჯანსაღი პურპროდუქტი, რასაც „Golden Brand”-ის ჯილდოც მოწმობს. ჭვავის პური გამოირჩევა განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით, გასულ წელს კი ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზეთ და გავუმრავალფეროვნეთ ჭვავის პურის ასორტიმენტი, წარვუდგინეთ ორი ახალი უგემრიელესი პროდუქტი – ჭვავის პური მეგრული აჯიკითა და სვანური მარილით -“მონადირული” და ჭვავის პური დაჭყლეტილი ნივრის შიგთავსით – “გურმანებისთვის”, – აცხადებს “ლიტვური საცხობის” მარკეტინგის მენეჯერი სალომე ბიბილაშვილი.
მისივე თქმით, კომპანია შეგნებულად ამბობს უარს დანადგარების შესყიდვაზე, ცდილობს, მეტი და მეტი მუშახელი დაიქირაოს და ხელი შეუწყოს დასაქმების კუთხით ქვეყანას.
“ლიტვური საცხობი” ყველაზე მსხვილი ჭვავის პურის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციის შეძენა და დაგემოვნება საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ კუთხეშია შესაძლებელი. კომპანიის პრიორიტეტია ჯანსაღი პროდუქტის წარმოება და რეალიზაცია. ჩვენ ვაწარმოებთ 40-მდე სხვადასხვა სახეობის პურპროდუქტს, მათი ინგრედიენტები კი ევროპის ქვეყნებიდან არის იმპორტირებული. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, „ლიტვური საცხობი“ საქართველოს მასშტაბით მე-7 ადგილზეა (2015-2016 წლებში) ამ პროდუქტების იმპორტიორთა შორის, ლუდის მწარმოებელი კომპანიების შემდგომ. ჩვენი კომპანიის მთავარი ტექნოლოგი კი – ლიტვაში თავის სფეროში საკმაოდ ცნობილი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე კასტიტის ბიძინაუსკასია“, – აღნიშნავს სალომე ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 2016 წლის „ოქროს ბრენდების“ შერჩევაში 200-მდე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში.
ყოველწლიური ღონისძიება ქართული და საქართველოში მოღვაწე უცხოური ბიზნესკომპანიების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წლების მანძილზე, ექსპერტების სიაში იყვნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია.
®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები