400-ლარიანი პაკეტით ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება უკვე 759 სოფელშია შესაძლებელი

გაზიფიცირებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლია, 17 დასახლებული პუნქტი დაემატა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 4 მაისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან 400-ლარიანი პაკეტით ისარგებლებენ შემდეგი სოფლების მაცხოვრებლები:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ახაშენი;

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო შუხუთი;

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო შუხუთი;

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვი;

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ხომული;

6. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი;

7. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარიზი;

8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორი;

9. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ყულარი;

10. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქუბრიაანთკარი;

11. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი სასხორი;

12. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ცემი;

13. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ურბნისი;

14. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი გომი;

15. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხცისი;

16. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარიანი;

17. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალდაბა.

“გაზიციფირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებაში გაზიფიცირებული სოფლების დამატება ხდება გამანაწილებელი კომპანიების მიერ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების დასრულების შესახებ კომისიისთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. ამჟამად, ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა სულ 759 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი. დასახლებათა სრული ჩამონათვალი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვერ გვერდზეა განთავსებული.
გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებასთან დაკავშირებით კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org მიერთების საფასურის გამომთვლელია განთავსებული. გამომთვლელი იძლევა საშუალებას მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები, გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები