პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა-ბუნებრივი აირით 2 715 აბონენტი ისარგებლებს

პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა უკვე 209 ადგილობრივ ოჯახს აქვს.
ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი სოფელ საკობიანოში ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა, აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოს მთავრობის დავალებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში აშენდა 167,5 კმ. გაზსადენი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ფაქტიურმა ღირებულებამ ‎6 243 818 ლარი შეადგინა. გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლოატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2014წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25-ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები