საჩხერის სამედიცინო ცენტრში 13 მაისს უფასო კონსულტაციები გაიმართება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში, მორიგი აქციის ფარგლებში, 13 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე თბილისიდან მოწვეული ექიმები – ნეიროქირურგი, უროლოგი და გულსისხლძარღვთა ქირურგი უფასო კონსულტაციებს გამართავენ. საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა.
ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძე, ადგილობრივ ექიმებთან (არჩილ ზაბახიძე, ოქროპირ სადუნიშვილი) ერთად, პაციენტებს დისკოგენური რადიკულოპათიების მიმართულებით უფასო კონსულტაციას გაუწევს. შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი, რომელთა პრობლემებსაც კორექტირება ქირურგიული ჩარევით სჭირდება. ჩატარდება შესაბამისი კვლევები (მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია) და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა.
თბილისიდან მიწვეული ექიმები, ადგილობრივ ექიმებთან (ვასილ ბერიძე, თემურ ჩაჩანიძე) ერთად, პაციენტებს  უფასო კონსულტაციას გაუწევს, ჩატარდება შესაბამისი ორგანოს ექოსკოპიური კვლევები და შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი ოპერაციული მკურნალობისთვის (მათ შორის ლაპარასკოპიული მეთოდით), რაც კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება.
გულსისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბესარიონ კვიცარიძე პაციენტებს ჩაუტარებს უფასო კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევები (მათ შორის, ექოკარდიოსკოპია).

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები